LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ,,ვუგულშემატკივროთ ნუცას ევროვიზიაზე…წარმატებები!! აუცილებლად უნდა მოვიგოთ” – ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი

1269
befunky-collage-2024-03-11t222319.112-2024-03-11_22-23-55_104656

ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე, „ევროვიზიაზე“ საქართველოს 2024 წელს ნუცა ბუზალაძე წარადგენს.

მომღერლები ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი სოციალურ ქსელში ნუცას მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებენ.

,,ვუგულშემატკივროთ ნუცას ევროვიზიაზე…წარმატებები!! აუცილებლად უნდა მოვიგოთ”, – წერენ ოთო და ნიკოლოზი.

აღსანიშნავია, რომ მომღერალმა კონკურსზე წარსადგენი სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა დღეს გამართა.

Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში იმღერებს.

ვიდეო: „ასეთი კლიპი რომ მქონოდა, ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო“ – ნუცა ბუზალაძემ ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გამართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები