LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო პირბადეების გარეშე შეიკრიბა

151
ii

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. 

"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას ორშაბათს, 20 ივლისს ხსნის.

პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა, რომელსაც “ქართული ოცნება” საზოგადოებას ხვალ წარუდგენს.

აღსანიშნავია, რომ დახურულ ოთახში, მრგვალ მაგიდასთან პირბადე არც ერთ მათგანს არ ეკეთა.

ეს იმ ფონზე, როცა უცხოეთში, წამყვანი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ცდილობენ მედიასთან ნიღბით გამოჩნდნენ და ამით საზოგადოებას მაგალითი მისცენ.

მართალია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი დაბალია და მსოფლიო მასშტაბით პანდემიის კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი გვაქვს, თუმცა ჯანდაცვის წარმომადგენლები კვლავ სოციალური დისტანციისკენ, ნიღბების ტარებისკენ და ხელების ხშირად დაბანისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას.

19 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რაოდენობა 1028 ადამიანს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g