მსახიობისა და ცნობილი ინფლუენსერის, თამუნა მდივანის შვილი გიორგი მდივანი მოულოდნელად გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი და, მომღერალი სალომე მდივანი კლდიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „გიორგი საუკეთესო ძმა, ადამიანი, მეგობარი, შვილი და მხარდამჭერი იყო, ვინც კი ოდესმე არსებობდა!“.
„შენ ხარ ყველაზე საუკეთესო ძმა, ადამიანი, მეგობარი, შვილი და მხარდამჭერი, ვინც კი ოდესმე არსებობდა! და ყოველთვის ასე იქნები! ჩემო პატარა ძმაო და ჩემო ნაწილო!“, – წერს სალომე მდივანი.