ქალაქ ფოთში, შპს „პეის ტერმინალის“ ტერიტორიისა და ახალი ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებში ნავმისადგომის კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.
აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 100.5 მილიონი აშშ დოლარია. პროექტს 50 მლნ აშშ დოლარით საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცი (OPIC) დააფინანსებს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მშენებლობის პროცესში 100-მდე ადამიანი დასაქმდება, პორტის გახნის შემდეგ კი 90-მდე მუდმივი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც დაარსდა 1971 წელს. OPIC თანამშრომლობს აშშ–ის კერძო სექტორთან და მას განვითარებად ბაზრებზე შესვლაში ეხმარება, რითაც ხელს უწყობს კერძო სექტორის შემოსავლების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ განვითარებას როგორც აშშ-ში, ასევე საზღვარგარეთ.