შონ კორი კარტერი, სასცენო ფსევდონმით ჯე-იზი, თავის 50-ე იუბილეს აღნიშნავს. 50 მილიონი გაყიდული ალბომი, 13 გრემი და ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენინი ჰიპ-ჰოპ არტისტის წოდება. მისი ქონება 450 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ჯეი-ზი არის კლუბის 40/40 და NBA-ს New Jersey Nets-ს თანამფლობელი და ასევე ტანისამოსის ხაზის, Rocawear-ის შემქმნელი. იყო Def Jam Recordings-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ლეიბლის Roc-A-Fella Records ერთ-ერთი დამფუძნებელი და Roc Nation-ის უშუალო დამფუძნებელი.
როგორც სოლო-შემსრულებელს, ბილბორდ 200-ში ერთდროულად რამდენიმე ალბომის წარმატების მიღწევის კუთხით რეკორდი აქვს დამყარებული. ბილბორდის ცხელ ასეულში კი მისი ოთხი სინგლია მოხვედრილი. 2009 წელს ჯეი-ზი ბილბორდის მიერ 2000-2009 წლების #5 საუკეთესო მამაკაც შემსრულებლად იქნა დასახელებული.
გარდა ვარსკვლავური კარიერისა, ცნობილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და მყარი ოჯახის მქონე ვარსკვლავი. შეგახსენებთ, ჯეი-ზიმ 2008 წლის 4 აპრილს მომღერალზე, ბიონსე ნოულსზე იქორწინა. წყვილს სამი შვილი ჰყავთ.
„ფორტუნა პლუსი“ ჰიპ-ჰოპ არტისტ Jay-Z-ის ტოპ-5 საუკეთესო ფრაზას გთავაზობთ:
- „მე არ მეშინია სიკვდილის, მე მეშინია უმოქმედობის!“
- „ჩვენ ვცვლით ადამიანებს ურთიერთობით და არა ცენზურით!“
- „მე არასდროს დავმარცხდები, იმიტომ რომ დამარცხებითაც ძვირფას გაკვეთილს მივიღებ!“
- „მხოლოდ ღმერთს შეუძლია განმსაჯოს, ასე რომ ან გიყვარდეთ, ან შემეშვით!“
- „ფული და ძალაუფლება ჩვენ არ გვცვლის, მათ მხოლოდ ჩვენი რეალური სახის გამოაშკარავება შუძლიათ!“