მომღერალ ნინი შერმადინს მალტაში, „ქართული დიასპორის სახლის“ მეათე დაჯილდოებაზე წარმატებული ემიგრანტის ჯილდო გადაეცა.
როგორც ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში წერს, ეს მისთვის უდიდესი პატივი და სიხარულია, რაც მოტივაციას აძლევს, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს თავისი ქვეყნის წარმოსაჩენად.
„დაგპირდით დავწყნარდები და დავწერ თქო, დღეს მალტაში, ულამაზეს ქალაქ სლიემაში, გადმომეცა ჯილდო „ქართული დიასპორის სახლის“ მეათე დაჯილდოებაზე, როგორც წარმატებულ ემიგრანტს. ❤️
ეს აღიარება ჩემთვის უდიდესი პატივი და სიხარულია — თითქოს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ შრომა, სიყვარული და ერთგულება ყოველთვის ფასდება. ❤️
ეს მომენტი მაძლევს ძალას, კიდევ უფრო მეტი გავაკეთო და ღირსეულად წარმოვაჩინო ჩემი საქართველო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში! 🇬🇪
განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ინა და ბელა ასანიძეს — საოცარი ორგანიზებისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის! ❤️🙏
ვულოცავ ყველა ნომინანტს და ჯილდოს მფლობელს — თქვენ თითოეული ჩვენი ქვეყნის სიამაყე ხართ 🌍
მადლობა მალტას ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის და მადლობა სამყაროს — იმ სინათლისთვის, რასაც დღეს ვგრძნობ 🙏 🏆 დღეს მალტაში, ულამაზეს ქალაქ სლიემაში, მე გადმომეცა ჯილდო „ქართული დიასპორის სახლის“ მეათე დაჯილდოებაზე 💫
ეს აღიარება ჩემთვის უდიდესი პატივი და სიხარულია — თითქოს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ შრომა, სიყვარული და ერთგულება ყოველთვის ფასდება ❤️
ეს მომენტი მაძლევს ძალას, კიდევ უფრო მეტი გავაკეთო და ღირსეულად წარმოვაჩინო ჩემი საქართველო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში 🇬🇪
განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ინა და ბელა ასანიძეს — საოცარი ორგანიზებისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის 💐
ვულოცავ ყველა ნომინანტს და ჯილდოს მფლობელს — თქვენ თითოეული ჩვენი ქვეყნის სიამაყე ხართ 🌍
მადლობა მალტას ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის და მადლობა უფალს — იმ სინათლისთვის, რასაც დღეს ვგრძნობ 🙏✨“, – წერს ნინი შერმადინი.