LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს კომიტეტმა დაადგინა, რომ ნინოწმინდის პანსიონში საქართველომ ვერ დაიცვა ბავშვები ძალადობისა და შეურაცხყოფისგან და სახელმწიფოს კომპენსაციის გაცემა მოსთხოვა

135
publika.ge--1-16

გაეროს კომიტეტმა, წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მცხოვრები, 57 ბავშვის სახელით შეტანილ საჩივარზე გადაწყვეტილება გამოიტანა.

​„კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ დაიცვა ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის პანსიონში განთავსებული, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, მათ შორის ზოგიერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ძალადობისა და შეურაცხყოფისგან და ამით დაარღვია ბავშვის უფლებათა კონვენციით აღებული ვალდებულებები“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

კომიტეტმა საქართველოს მოსთხოვა უზრუნველყოს, მსხვერპლი ბავშვების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, ეფექტური ღონისძიებების გატარება. მათ შორის, ადეკვატური კომპენსაციის გაცემა და რეაბილიტაცია, ბოდიშის საჯაროდ მოხდა, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფთა მდგომარეობის ხელახალი შეფასება, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება და პასუხისმგებელი პირების დასჯა. რეპარაციული ღონისძიებები კოორდინირებული უნდა იყოს მსხვერპლ ბავშვებთან, მათი შეხედულებების გათვალისწინების მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g