LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით, 58 წლის ვენსან კასელის პირველი ვაჟი, სახელად კაეტანო – ნარა ბაპტისტა ახალშობილის ფოტოებს ავრცელებს

508
page

როგორც ცნობილია, ვენსან კასელსა და ნარა ბაპტისტას პირველი საერთო შვილი შეეძინათ. 58 წლის მსახიობი და 27 წლის მოდელი ვაჟის მშობლები გახდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ თავად კასელმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. ფოტოთი ვიგებთ, რომ წყვილმა შვილს კაეტანო დაარქვა.

რამდენიმე საათის წინ ნარამ „ინსტაგრამზე“ ახალშობილის პირველი ფოტოები გაავრცელა და მას საოცრად ემოციური სიტყვები დაურთო.

„კაეტანო. მადლობა შვილო, მადლობა, რომ მე ამირჩიე შენს დედად. ეს სიყვარული არ ეტევა ჩემს გულში, მე მთლიანად სავსე ვარ ამ გრძნობით. ვტირი, ვტირი და ვტირი, მაგრამ ეს არის წრფელი სიყვარული! ზუსტად ერთი კვირაა, რაც დაიბადე და მეც ხელახლა გავჩნდი“, – წერს ნარა.

ცნობისთვის, კასელს მონიკა ბელუჩისთან და ტინა კუნაკთან ქორწინებებიდან, სამი ქალიშვილი ჰყავს.

57 წლის ვენსან კასელი პირველი ვაჟის მამა გახდა – რა ფოტოს ავრცელებს მსახიობი

პირველი გვარის გამგრძელებლის მოლოდინში – ვენსან კასელის ორსული შეყვარებულის „შიშველი ფოტოსესია“

ვენსანის და ნარას შობა – კასელის ორსული შეყვარებული ფოტოებს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები