გაიცანით მამაკაცი, რომელმაც ანჯელინა ჯოლის სახეზე ღიმილი დააბრუნა – აღნიშნული სათაურებითაა აჭრელებული დასავლური მედია. უახლესი ცნობების მიხედვით, 49 წლის ანჯელინა 40 წლის ბრიტანელ რეპერს, Akala-ს ხვდება.
არტისტის ამოცნობა ჯოლის ბოლო დროინდელ ფოტოებზე მარტივია. ის ჯოლის თან „ვენეციის კინოფესტივალზეც“ თან ახლდა. ახლა კი Akala-მ ანჯელინას პარტნიორობა ნიუ-იორკში, Atelier Jolie-ს „ივენთზე“ გაუწია.
თუ როდის დაიწყო წყვილის რომანი და ურთიერთობის რა ეტაპზე იმყოფებიან ისინი, ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ უამრავი მითქმა მოთქმის მიუხედავად, ანჯელინა ჯოლის, ბრედ პიტთან განშორების შემდეგ, არანაირი სასიყვარულო ურთიერთობა არ ჰქონია.