როგორც ცნობილია, მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 19 წლის ქალიშვილს, დევას ახალი გულისსწორი ჰყავს. ახალგაზრდა, წარმატებული მოდელის შეყვარებული, 24 წლის იტალიელი მსახიობი, საულ ნანია.
19 წლის დევამ შეყვარებული ოფიციალურად პირველად გამოაჩინა. ეს მოხდა პარიზში, „დიორის“ ჩვენებაზე. ისინი პაპარაცების ობიექტივის წინაშე ხელიხელჩაკიდებული პოზირებდნენ. ამ დღეს დევას კრემისფერი თრენჩი ამშვენებდა, საულს კი კრემისფერი პალტო.
ცნობისთვის, დევამ და საულმა ერთმანეთი ნეტფლიქსის სერიალის, „ლეოპარდის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, სადაც ორივე მთავარ როლშია წარმოდგენილი.
„ისინი მე არჩევანის საშუალებას მუდამ მაძლევდნენ“ – 18 წლის დევა კასელი იტალიური „ვოგის“ სტუმარია
„იტალიური თოჯინა“ – დევა კასელი რომის ქუჩებში „დოლჩე და გაბანას“ სარეკლამო რგოლის გადაღებების დროს