LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისინი მე არჩევანის საშუალებას მუდამ მაძლევდნენ“ – 18 წლის დევა კასელი იტალიური „ვოგის“ სტუმარია

224
page

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 18 წლის ქალიშვილმა, დევამ „ვოგის“ იტალიურ გამოცემას მისცა ინტერვიუ და ჟურნალისთვის რამდენიმე შთამბეჭდავი ფოტოც გადაიღო.

ინტერვიუში მოდელმა კინოკარიერასა და მშობლებზე ისაუბრა. დევას კინოდებიუტი უკვე ჰქონდა, ეს გახლავთ ლაურა ლუკეტის ფილმი, „მშვენიერი ზაფხული“,  ახლა კი ის კიდევ ერთ პროექტზე მუშაობს. დევას „ნეტფლიქსის“ სერიალში „ლეოპარდში“ იღებენ.

„მე  მშობლების დამსახურებით გადასაღებ მოედანზე ხშირად ვიყავი ხოლმე და საოცრად შთამბეჭდავი ემოციების თანაზიარიც გახლდით. მონიკა და ვენსანი მე რჩევებს მუდამ მაძლევდნენ, თუმცა არჩევანის საშუალებას მუდამ მიტოვებდნენ“, – აცხადებს დევა.

„იტალიური თოჯინა“ – დევა კასელი რომის ქუჩებში „დოლჩე და გაბანას“ სარეკლამო რგოლის გადაღებების დროს

გაშიშვლებული ლამაზმანი და ფოტოებზე ვენსან კასელის კომენტარი – დევა კასელის „ბუნებრივი“ ფოტოსესია

მილანის ქუჩებში აცეკვებული დევა კასელი „დოლჩე და გაბანას ახალი არომატის რეკლამაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები