თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული თამუნა ქოჩაკიძე ლონდონში KPMG-ში მუშაობს Deal Advisor-ის გუნდში Tax Manager-ის პოზიციაზე. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლისას, თამუნამ ძირითად სპეციალობასთან ერთად დამატებითი სპეციალობაც (მაინორი) გაიარა ბიზნესსა და ფინანსებში.
თამუნას აქვს საგადასახადო საკონსულტაციო ინდუსტრიაში საგადასახადო მენეჯერად მუშაობის დიდი გამოცდილება. ის ფლობს საერთაშორისო საგადასახადო სამართალს, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის საგადასახადო სამართალს.
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, თამუნა სწავლობდა Queen Mary University of London-ში სამაგისტრო პროგრამაზე საგადასახადო სამართლის მიმართულებით, მოგვიანებით კი მოიპოვა ADIT კვალიფიკაციაც.
„უნივერსიტეტმა დამიფინანსა სწავლის გადასახადი“ – ანი ჭიღიტაშვილი სწავლას ბერკლიში გააგრძელებს
რეზი ცეცხლაძე მსოფლიოში ყველაზე დიდ ღვინის კონკურსზე Berliner Wine Trophy-ზე ჟიურის წევრად მიიწვიეს
გაიცანით რუსთაველი მოსწავლე, რომელსაც სწავლას ევროკავშირი 50 000 ევროთი დააფინანსებს
ქართველი გოგონა სრული დაფინანსებით სწავლას College of Europe-ში გააგრძელებს