LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალანტური ტომ კრუზი და მისი ეშხით დაბნეული ქალები „კანის კინოფესტივალის“ წითელ ხალიჩაზე

193
ტომ კრუზი

ოთხშაბათს „კანის კინოფესტივალზეტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებული სათავგადასავლო ფილმის „შეუსრულებელი მისია 8”-ის პრემიერა შედგა. ტომ კრუზი წითელი ხალიჩის ნამდვილი გმირი გახდა, როცა ის შავ ელეგანტურ პიჯაკსა და შარვალში გამოვიდა ფოტოგრაფებთან, მალევე მას შეუერთდნენ ფილმში მონაწილე მსახობი ქალებიც ჰეილი ეტველი, პომ ეკლემენტიფი და ჰანა ვადინგჰემი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია წითელ კაბაში მომღიმარი ჰეილი ეტველი, როლიც ღიად ეფლირტავებოდა ტომ კრუზს და არც თავად 62 წლის კრუზი მალავდა მის მიმართ სიმპათიას. კრუზი ქალბატონების გამოსვლას ტაშით შეხვდა, გალანტური კრუზის დანახვისას, ქალები ბედნიერები და დაბნეულები ჩანდნენ.

ყველა ელოდა, რომ ტომ კრუზი პრემიერაზე ახალ შეყვარებულთან, ანა დე არმასთან ერთად გამოჩნდებოდა, თუმცა „უკანასკნელი სამურაის” ვარსკვლავმა ფესტივალზე მისვლა მარტომ გადაწყვიტა. ის შეუდარებელი იყო „არმანის” ანსამბლში.

რომანტიკული სეირნობა ლონდონის პარკში – ტომ კრუზისა და ანა დე არმასის მორიგი გამოჩენა

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ტომ კრუზი ანა დე არმასს პაპარაცებისგან მალავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები