LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამუდმებით საათს ვუყურებ, დიახ ეს შუახნის კრიზისია“ – 56 წლის სინდი კროუფორდის თვალწარმტაცი ფოტოსესია და საინტერესო ინტერვიუ

317
page

56 წლის სინდი კროუფორდმა Haute Living-ის გარეკანი დაამშვენა და გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც შუა ხნის კრიზისზე ისაუბრა და ისიც გაამხილა, რომ სტრესის გასამკლავებლად პირადი ტრენერი დაიქირავა, რომელიც მას ეხმარება და ასწავლის, თუ როგორ იცხოვროს კომფორტულად 50 წლის შემდეგ.  ფოტოებში მას შავი, საოცრად დახვეწილი ტანისამოსი აცვია, მთავარ ფოტოზე კი lace-ის მაქმანებიანი ბრა ამშვენებს, რომლის ღირებულებაც სულ რაღაც 79 ევროა.

„ტრენერი მე ამ წელს დავიქირავე, ის მე ძირითადად დროის შესახებ მესაუბრება, სწორედ ეს საკითხი მაწუხებს ყველაზე მეტად. გამუდმებით საათს ვუყურებ, მუდამ დროს ვაკონტროლებ. დიახ ეს შუახნის კრიზისია“, – ამბობს სინდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები