LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული ურთიერთობის შემდეგ, ბენ აფლეკი და ლინდსი შუკუსი საჯაროდ პირველად გამოჩნდნენ (ფოტო)

217
10546120-0-image-a-9_1551690603194

თებერვლის დასაწყისში, მედია ბენ აფლეკისა და ლინდსი შუკუსის განახლებულ ურთიერთობაზე ალაპარაკდა. ცნობილი გახდა, რომ ხუთი თვის შემდეგ, მათ ურთიერთობა ნამდვილად აღადგინეს, თუმცა საუბარი მხოლოდ მეგობრულ კავშირზე იყო.

როგორც ჩანს, მეგობრობიდან სიყვარულამდე მართლაც ერთი ნაბიჯია, რადგან ამ დღეებში 46 წლის მსახიობი და 39 წლის სატელევიზო პროდიუსერი, ფილმის Triple Frontier პრემიერაზე ერთად გამოჩნდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა წითელ ხალიჩაზე პოზირებას თავი აარიდა, პაპარაცებმა მათი ერთობლივი ფოტოს გადაღება მაინც მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ ბენ აფლეკისა და ლინდსი შუკუსის რომანი 2017 წელს დაიწყო. მათი დაშორების მიზეზად, 3 შვილის მამის ,,ფლეიბოის” მოდელთან ღალატი დასახელდა, რაც შუკუსმა აფლეკს ფაქტია აპატია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები