LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ისევ გაიყოფა

602
cvlilebebi

სამთავრობო ცვლილებების შედეგად ინტეგრირებული განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ გაიყოფა, კულტურის მინისტრი კი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე გახდება. ის 30 აგვისტოდან მინისტრის პირველი მოადგილეა.

ინფორმაციას ცვლილებების შესახებ ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს.

სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე აწ უკვე ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით შემცირდა.

მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი სტრუქტურა 2018 წლის ზაფხულში წარადგინა.

პროექტის მიხედვით:

კულტურის სამინისტრო შეერწყა განათლების სამინისტროს. 

სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს. 

დევნილთა სამინისტრო გაუქმდა და მისი ფუნქციები გადანაწილდა სამ სხვადასხვა უწყებაზე. 

რელიგიის სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატს შეუერთდა.

დღეს კი ამ ცვლილებების ინიციატორმა, გადადგომის შესახებ განცხადება “ფეისბუქზე” გააკეთა.

მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა, მან ამის შესახებ “ფეისბუქზე” დაწერა

 

პოპულარულები