LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განსაკუთრებული არაფერი, ერთადერთი ნეგატიური, რაც მაგიდაზე უდევთ, დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღებაა“ – ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე

137
ირაკლი კობახიძე

„წინასწარ არის დაახლოებით ცნობილი ის, თუ რა გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული. ამასთან დაკავშირებით გარეთ არის გამოსული ინფორმაცია“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შეფასების დროს განაცხადა.

„ერთი საკითხია სანქციები, მეორე კი – უვიზო რეჟიმის შეზღუდვა“ – რა განცხადებები კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე

როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისა და მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა, „განსაკუთრებული არაფერი, ერთადერთი ნეგატიური, რაც მაგიდაზე უდევთ დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღებაა, ესეც გარკვეული ვადის შემდეგ“.

რა თქმა უნდა, ესეც არის უკიდურესად არამეგობრული, ანტიქართული ნაბიჯი. იმედია, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების პოზიციები შეიცვლება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში, დანარჩენს დაველოდოთ.

რაც შეეხება ესტონეთისა და ლიეტუვას გადაწყვეტილებებს, ეს იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით შესრულდა, რაც ძალიან სამწუხაროა.

ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ლევან მურუსიძე და სხვები – რომელ 17 თანამდებობის პირს და მოსამართლეს დაუწესა ლიეტუვამ სანქციები

თქვენ იცით, რომ ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორც ლიეტუველი, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ. ამ ფონზე, განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ სწორედ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების ხელით ეწყობა ასეთი პროვოკაციები. ჩვენ პროვოკაციებს არ ავყვებით და გვექნება პრაგმატული რეაქცია ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებაზე. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი არის სამწუხარო. მიუღებელია ის, რომ ეს ორი სახელმწიფო მოქმედებს არა საკუთარი ხალხების ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე დაკვეთებით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ქსავიე ბატელი: „არჩევნებთან დაკავშირებით სანქციების დაწესებამდე, უნდა მოვისმინოთ, იყო თუ არა გაყალბება… საქართველოში აქციის მონაწილეების დასჯა, მათ მიმართ ასეთი ძალადობა მიუღებელია, ეს არის ის, სადაც პასუხისმგებელი პირები უნდა დავსაჯოთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g