LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსაკუთრებული გარემოება, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინას ისევ მივმართოთ, არ არსებობს – პროკურატურა

95

“განსაკუთრებული გარემოება, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინას ისევ მივმართოთ, არ არსებობს,” – ეს განცხადება მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას განაცხადა და დასძინა, რომ  “საქართველოში ყველა იმ პირის ექსტრადირება განხორციელდება, რომლებიც ქართული კანონმდებლობით იძებნება”.

„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე არაერთი კომენტარი გვაქვს გაკეთებული. თავის დროზე მივმართეთ [უკრაინას] რამდენჯერმე და მივიღეთ შესაბამისი პასუხები. ამ ეტაპზე განსაკუთრებული გარემოება იმისა, რომ ისევ მივმართოთ, არ არსებობს. მოლოდინი გვაქვს თითოეულ პირზე, ვისზეც ჩვენი კანონმდებლობით ძებნა არის გამოცხადებული, რომ რომელიმე სახელმწიფოებში მათი დაკავების შემთხვევაში, მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდება. ანალოგიური მოლოდინი გვაქვს ნებისმიერ ძებნილთან მიმართებაში,“ –  განაცხადა მამუკა ვასაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g