LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განზრახ მკვლელობაზე გათვალისწინებული სასჯელის გამკაცრება იგეგმება

99
პარლამ

განზრახ მკვლელობის მუხლი შესაძლოა გამკაცრდეს. ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსს“ ეხება.  კანონპროექტი პარლამენტში უმრავლესობის წევრების მიერ არის ინიცირებული.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თანახმად:

მკაცრდება სასჯელის ზომა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობა) ჩადენისთვის. ამჟამად განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.

კანონპროექტის მიხედვით, განზრახ მკვლელობა 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება;

ასევე, სსკ-ის კოდექსის 109-ე მუხლი ერთნაწილიანი გახდება და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით;

ამასთანავე მკაცრდება სასჯელები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები