LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ წელს საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან ეწვია

100

2017 წელს საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 967.6 ათასი ვიზიტორი, აზერბაიჯანიდან დაფიქსირდა, – ამის შესახებ ნათქვამია საქსტატის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკაში, რომლის პრეზენტაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა.

კვლევის მიხედვით, 2017 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.9 მილიონი შემოსვლა, რაც 17.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.5 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 20.2 პროცენტითაა გაზრდილი.

კვლევის მიხედვით, 6.5 მილიონიდან 4.1 მილიონი იყო ტურისტული ვიზიტი, ხოლო ექსკურსიული – 2.4. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 967.6 ათასი ვიზიტორი, აზერბაიჯანიდან დაფიქსირდა, რაც მთლიანი ვიზიტორების 18.9 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 22.5- პროცენტიან ზრდას 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებიათ.

ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (20.1 პროცენტი) აგრეთვე აზეირბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 0,2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტორების 46.1 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. 2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 37.7 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

საქსტატის ცნობითვე, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შესაბამისად, 3.1 მილიონი და 1.9 მილიონი ვიზიტი. 2017 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.3 ღამე შეადგინა, რაც 2016 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს (3.8 ღამე) 13 პროცენტით აღემატება. განხორციელებული ვიზიტების 75 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g