მომღერალი მამუკა ონაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა “იმედს” სატელეფონო საუბრისას განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
„გაუმჯობესება არ არის, პირიქით, პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია, კრიტიკულია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ნატახტართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. სწორედ დაშავებულთა შორისაა მამუკა ონაშვილი.
რაც შეეხება ავარიის დეტალებს, ონაშვილის მეგობრების ინფორმაციით, ავარიისას ონაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა, შეჯახების შემდეგ კი მანქანა ამობრუნდა.
საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
“წნევას ვერ ურეგულირებენ…” – ბოლო ინფორმაცია მამუკა ონაშვილის მდგომარეობაზე და ავარიის დეტალები