LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეხვეწებით, გთხოვთ, ეს სიხარული მაინც შევირგოთ და ამ ბავშვს გული არ ვატკინოთ, უაზრო, არაფრის მომცემი რეპლიკებით: პეტრე კოლხი ხვიჩა კვარაცხელიაზე 

148
პეტრე კოლხი ხვიჩა კვარაცხელია

პეტრე კვარაცხელია იგივე პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით წერს და საზოგადოებას სთხოვს „ეს სიხარული მაინც შევირგოთ და ამ ბავშვს გული არ ვატკინოთ, უაზრო, არაფრის მომცემი რეპლიკებით“.

„აქ კვარას ნაჩუქარი მაისური მაცვია… გეხვეწებით, გთხოვთ, ეს სიხარული მაინც შევირგოთ და ამ ბავშვს გული არ ვატკინოთ, უაზრო, არაფრის მომცემი რეპლიკებით… ხვიჩა სანამ წავიდოდა, ვუთხარი, ვერ ვიტან ფეხბურთს, რა ვქნა, შენი ხათრით შევიყვარებ, მეთქი… არ ვიცი, რამდენად შემიყვარდება, მაგრამ როცა ხვიჩა თამაშობს, ვუყურებ, ბურთს არა, ხვიჩას ვუყურებ და ბედნიერი ვარ… ის ჩემი ჯიშის და გვარის შვილია… ყველა მოგებაზე და ყველა „გოლზე“ მეტად ეს მახარებს… მეტი რა გააკეთოს ამ პატარა წალენჯიხამ, მეტი რა ქნას… ასე გიკრავთ გულში ყველას, როგორც ხვიჩა ჩავიკარი, ვისაც საკუთარი ერის, ხალხის წარმატება უყვარს და უხარია… ხვიჩა არაფერ შუაშია, ის დღეს მთელ საქართველოს წარმოადგენს და ეს არის ჩემთვის ევროპაც და მეტიც!..“, – წერს პეტრე კოლხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g