LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია 500 ევროს გადაუხდის ყველას, ვინც კოსმონავტიკისა და ავიაციის ცენტრში იცხოვრებს

104
image-1845-786aa52b31d88ec1259b2ce51b8b6f35

გერმანიის ავიაციისა და კოსმონავტიკის ცენტრმა დაიწყო მონაწილეების მიღება ახალი კვლევისთვის, რომლის ფარგლებშიც საავიაციო ოპერატორებისა და ხელოვნური ინტელექტის „თანამშრომლობა“ უნდა შეისწავლონ.

საავიაციო ოპერატორები საჰაერო მოძრაობას აკონტროლებენ, თვითმფრინავების უსაფრთხო დაფრენას უზრუნველყოფენ, აკონტროლებენ ფრენამდე შემოწმებებს, საჰაერო ხომალდების სარეზერვო აეროდრომებზე გაფრენის საკითხებს აგვარებენ.

მონაწილეები ძილის ადგილობრივ ლაბორატორიაში 4 ღამეს გაათენებენ. ამ დროის განმავლობაში მათ ერთი ღამის გათენება მოუწევთ, რისთვისაც 500 ევროს მიიღებენ.
კვლევის შედეგად დადგინდება, შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ოპერატორების საიმედოდ დაზღვევა, როცა ისინი ისეთი დატვირთვით მუშაობენ, რომ კონცენტრაციის უნარი ეკარგებათ.

მონაწილეთა მდგომარეობას გაზომავენ ტრენაჟორით, რომელიც ოპერატორთა მუშაობის სიმულაციას შეძლებს. გარდა ამისა, გადამცემთა დახმარებით დააკვირდებიან თვალების მოძრაობას და გულის ცემის ცვლილებას დღის განმავლობაში.
ექსპერიმენტი 2025 წლის ივნისამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები