LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია საწოლში წოლისთვის 18 ათას ევროს გადაიხდის

122
Probanden-gesucht-NASA-Bettruhe-Studie-1.2

გერმანიაში 18 ათას ევროს გადაუხდიან იმ ადამიანებს, ვინც საწოლში 2 თვეს გაატარებს. ეს იქნება იმ ექსპერიმენტის ნაწილი, რომელსაც ავიაციისა და კოსმონავტიკის გერმანული ცენტრი ატარებს.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ამ გზით ზუსტად განსაზღვრავენ თუ როგორ პირობებში მოუწევთ კოსმოსში გაგზავნილ ასტრონავტებს ყოფნა. საწოლის ფეხების მხარე 6 გრადუსით იქნება აწეული და ასეთი კუთხის გამო ფეხების შეშუპების ალბათობა ნაკლები იქნება. შიდა ქალის წნევა გაიზრდება, კუნთოვანი მასა დაიკლებს. შედეგად, ადამიანს ბალანსის შეგრძნება დაეკარგება, ზუსტად ისე თითქოს კოსმოსში იყოს.

ექსპერიმენტის მონაწილეებს სხვადასხვა დავალებების შესრულებას სთხოვენ, რომელსაც შემდეგ ასტრონავტთა ვარჯიშისთვის გამოიყენებენ.

მოხალისეები ცენტრში მთლიანობაში 88 დღეს გაატარებენ და 60 დღის განმავლობაში საწოლიდან ადგომა არ შეეძლებათ. დარჩენილ დღეებს კი ისინი აღდგენას დაუთმობენ.
ექსპერიმენტი შემოდგომისთვის დაიწყება. განაცხადის შევსება მსურველებს ცენტრის ოფიციალურ საიტზე (ლინკი) შეუძლიათ.

შესაძლო კანდიდატებად განიხილავენ 24-დან 55 წლამდე ასაკის, 153-დან 190 სანტიმეტრამდე სიმაღლის ადამიანებს, რომელთა სხეულის მასის ინდექსიც 18-დან 30-მდე უნდა იყოს. ასევე აუცილებელია კარგი ჯანმრთელობა, გერმანული ენის ფლობა და მოწევაზე უარის თქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები