LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ხელოვნურმა ინტელექტმა ტაძარში წირვა ჩაატარა

146
thumb_1024x663_ai-church

ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატ-ბოტმა ბავარიაში საეკლესიო მსახურება ჩაატარა. წირვას 300 ადამიანი ესწრებოდა, წერს The Mayor.

მრევლი ხედავდა მღვდლის ავატარს, რომელიც ნეიროქსელმა შექმნა – ბოტმა მათთვის 40 წუთიანი მსახურება ჩაატარა. გარდა ლოცვებისა, წირვას მუსიკას ჰქონდა დამატებული.

თუმცა, მრევლმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს მათ პასტორს, რომელიც საუკეთესო წინამძღვარია და მორწმუნეთა დიდ ნაწილს ბავშვობიდან იცნობს.

საინტერესოა, რომ ამჟამად ევროკომისია მუშაობს კანონმდებლობაზე, რომელიც არამხოლოდ მომხმარებელთა უსაფრთხოებას, არამედ მათ განათლებასაც მოიცავს, რათა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული არასწორი განწყობები გააქროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები