LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში შიშობენ, რომ საშობაოდ საჩუქრების დეფიციტი იქნება

38
1635505667-786008-94

გერმანელი მწარმოებლები შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებენ – საშობაოდ შესაძლოა საკმარისი საჩუქრები არ იყოს.

პროდუქციის დეფიციტმა, რომელიც მსოფლიო წარმოების შემცირებამ და კორონავირუსის გამო ლოჯისტიკურმა პრობლემებმა გამოიწვია, ფედერაციის მოსახლეობის ნაწილი შესაძლოა იმედგაცრუებული დატოვოს. სპეციალისტები შიშობენ, რომ ელექტრონიკა, წიგნები, ველოსიპედები თუ სპორტული ინვენტარი საკმარისი რაოდენობით არ იქნება ხელმისაწვდომი.

თუმცაღა, გერმანიის მოსახლეობამ გამოკითხვის დროს აღიარა, რომ საუკეთესო საჩუქრად ფულს და სასაჩუქრე სერტიფიკატებს მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ინფლაციის დონემ ოქტომბრის თვეში 4,5%-ს მიაღწია. ეს კი უკანასკნელი 28 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. როგორც Deutsche Bank აცხადებს, გლობალიზაციის ეპოქა სრულდება და „არეულობის საუკუნე“ იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები