„ალტე უნივერსიტეტი“ სასწავლებლის სტუდენტის, სამეგრელოში მოულოდნელად გარდაცვლილი 27 წლის ბარბარე ბეჭვაიას შესახებ სამძიმრის წერილს ავრცელებს.
უნივერსიტეტი ბარბარე ბეჭვაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ბარბარეს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს.
„ალტე უნივერსიტეტი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის, ბარბარე ბეჭვაიას მოულოდნელი გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ბარბარეს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კურსელებსა და ლექტორებს“, – წერია „ალტე უნივერსიტეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ალტე უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის, ბარბარე ბეჭვაიას…
Posted by Alte University • ალტე უნივერსიტეტი on ორშაბათი, 14 ივლისი, 2025
ცნობისათვის, სამეგრელოში ტრაგედია 13 ივლისს დატრიალდა – არსებული ინფორმაციით, 27 წლის ბარბარე ბეჭვაია ქორწილში მოულოდნელად გარდაიცვალა.