ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე ეხმიანება. როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, ის „ღრმად არის შეშფოთებული ყაზახეთში არსებული მდგომარეობით“.
სალომე ზურაბიშვილი გმობს ძალადობას და ამბობს, რომ მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.
„ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული მდგომარეობით. ვგმობ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს. მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ყაზახეთის პრეზიდენტმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
ყაზახეთში პოლიციამ 4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა