LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღუდუშაური კინზინგერის განცხადებაზე: ნურავისში შეგეშლებით, ღირსებაც გაგვაჩნია და მათ შორის, ღირსების პირველი დამცველი ჩვენი პრემიერია

164
Untitled design (7)

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ეხმიანება ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის „ტვიტს“, რომელიც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

კინზინგერი ღარიბაშვილს: არც ერთი ქართველი მებრძოლი უკრაინაში „მოტყუებული“ არ არის, ისინი გმირები არიან

კინზინგერის განცხადების საპასუხოდ, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ „ღირსებაზე საუბარი ესმით იმ პირებისგან, ვისაც წარმოდგენა არ აქვს ღირსებაზე“.

„დღეს ქვეყანას ჰყავს ჩვენი ხალხის ინტერესების დამცველი პრემიერ-მინისტრი და ეს ბატონი იქნება თუ სხვა ნებისმიერი, კარგად ხედავს, რომ ქვეყანას დღეს ჰყავს პატრიოტი, ვაჟკაცი, ქვეყნის ინტერესების დამცველი პრემიერი.

თუ ვინმე ღირსებაზე ლაპარაკობს, ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის და, ზოგადად, ღირსებაზე, ეს ვისგან გვესმის? იმ პირებისგან, ვის აბსოლუტურ უმრავლესობასაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ღირსებაზე. დიახ, ღირსებაც გაგვაჩნია და მათ შორის, პირველი ღირსების დამცველი ჩვენი ქვეყნის პრემიერია და თითოეული ჩვენგანი. ნურავისში შეგეშლებით, ღირსებას, ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის ღირსებას ვიცავდით და დავიცავთ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში „ტვიტით“ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ „საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ“.

ღარიბაშვილი: ჩვენ სამჯერ ვიომეთ, საკმარისია!.. ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუკში“ აქტიურები რომ არიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში სელფებს რომ იღებდნენ, არამედ წინა პლანზე

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g