LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილოცავთ ამ შესანიშნავ გამარჯვებას, ვულოცავ სრულიად საქართველოს, ღირსეული ქართველების კიდევ ერთი პასუხი იმ უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლების მიმართ“ – კახა კალაძე

116
2025-10-04_21-29-37_844327

გილოცავთ ამ შესანიშნავ გამარჯვებას, ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღირსეული ქართველების კიდევ ერთი პასუხი იმ უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლების მიმართ,-ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში განაცხადა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და განაცხადა, რომ მისი გუნდის წევრობით ამაყობს.

„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება მსოფლიოში, რა გამოწვევებია, რა პოლიტიკური ინტერესებია.

მგონი ყველა ხვდებით, შემთხვევითი არ არის ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება, უამრავი მუქარა იყო, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით რა თქმა უნდა, ვიცავთ ქვეყნის ინტერესს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ადამიანური მადლიერება გამოვხატო.

მე ვამაყობ იმით, რომ ვარ ბატონი ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი. მინდა მადლიერება გამოვხატო ამ ადამიანის მიმართ. დღეს ჩვენს ქვეყანაში რომ სუფევს მშვიდობა, მისი გამჭრიახობის, მისი მტკიცე ხასიათით, მის დამოკიდებულებით გვაქვს გრძელვადიანი მშვიდობა და იმ პოლიტიკით, რომელსაც მისი ხელმძღვანელობით ვახორციელებთ. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ჩემს მეგობარ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის.

ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ ვართ ერთად, ვართ ერთი დიდი ოჯახი“, – განაცხადა კალაძემ. მან ასევე მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს, თბილისის სარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მაჭავარიანს და მხარდამჭერებს. „ხვალიდან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც ქალაქისთვის ერთობ მნიშვნელოვანია. ერთადერთი გუნდი ვართ, ვისაც რეალური ხედვა გვქონდა მთელი კამპანიის განმავლობაში.

ვინც ვსაუბრობდით კონკრეტულ პროექტებზე, გასაკეთებელ საქმეებზე, გამოწვევებზე, პრობლემებზე“, – განაცხადა კალაძემ. მან განაცხადა, რომ დედაქალაქში კარგი პროექტების განხორციელება გაგრძელდება. „როგორც დედაქალაქის მერი გპირდებით, რომ ამ პატივისცემას დავაბრუნებ გაკეთებული საქმეებით, ძალიან მაგარი პროექტებით, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. წარმატებები და გამარჯვება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g