LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გინესის ახალი რეკორდი – ჩინეთის ცაში 16 000 დრონი აფრინდა!

105
Capture

ჩინეთის ქალაქმა ლიუიანმა მსოფლიოს გაოცება კიდევ ერთხელ მოახერხა – ქალაქის ცაზე გაიმართა გრანდიოზული შოუ, სადაც 15 983 დრონი სინქრონულად აფრინდა და საოცარი სამგანზომილებიანი გამოსახულებები შექმნა.

Economic times-ის ინფორმაციით, სინათლის შთამბეჭდავმა შოუმ გინესის მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, რადგან აქამდე ამ რაოდენობის დრონს არც ერთ წარმოდგენაში არ მიუღია მონაწილეობა.

ღამის ცაზე დრონებმა სხვადასხვა ფიგურები შექმნეს – დაწყებული გალაქტიკების ფორმებითა და ფუტურისტული შენობებით, დასრულებული ჩინური კულტურის სიმბოლოებით.

ლიუიანმა ყველას აჩვენა, რომ მომავლის შოუები შესაძლოა სრულიად უსაფრთხოდ და ეკოლოგიისთვის ზიანის მიყენების გარეშე ჩატარდეს, ტრადიციული ფეიერვერკებისგან განსხვავებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები