LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: „პირველადი კვლევები აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ უფრო იოლ ფორმაშია, ვიდრე „დელტა“ და „ბეტა“ ვარიანტები“

155
fxakadze

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ შესახებ სიახლეებს გვაცნობს:

„სიახლეები „ომიკრონის“ შესახებ. ნელ-ნელა გვაქვს მცირე და საინტერესო სიახლეები.

?„ომიკრონი“ 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად უფრო ბევრი ადამიანი დაინფიცირდება მოკლე დროში.

?„ომიკრონით“ რეინფიცირების შანსი  ინფიცირებულებში 5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ვაქცინირებულებში – შესაბამისად, „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“ 2-ჯერ ვაქცინირებულები უფრო დაცულები არიან.

?ბუსტერ დოზები არის დღესდღეობით პირველი რიგის “თავდაცვის” საშუალება. შესაბამისად, მე-3 დოზა „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინები უნდა იყოს პრიორიტეტული.

?პირველადი მონაცემები სამხრეთ აფრიკიდან (ოპტიმისტური, მაგრამ მაინც უნდა დაველოდოთ 2-3 კვირა უფრო სრული სურათისთვის) აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ უფრო იოლ ფორმაშია, ვიდრე „დელტა“ და „ბეტა“ ვარიანტები.

ვირუსი არსად წასულა. გაუფრთხილდით ერთმანეთს. გახსოვდეთ:

?აიცერით „ფაიზერით“ ან „მოდერნას“ ვაქცინით

? ბუსტერ დოზები „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“. არ გადადოთ.

?გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე

?გაანიავეთ დახურული სივრცეები ყოველ 15-20 წუთში

?დაიცავით დისტანცია (1 მეტრი მაინც)

?დაიბანეთ ხელები (საუკეთესოა, საპნით)

✅იფიქრეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, შეაჩეროთ ეს ვერაგი ვირუსი❗️

✅აერიდეთ ყალბ ინფორმაციას. ყალბი ინფორმაციის გავრცელება უდრის ვირუსის გავრცელებას❗️

✅იყავით პოზიტიურები და გახსოვდეთ, რომ ჩვენ ამ ვერაგ ვირუსს  მხოლოდ ერთობლივი ძალებით თუ დავამარცხებთ❗️

✅ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ ჩავკეტოთ ქვეყანა. ვუთხრათ არა ლოკდაუნს და მოვარჯულოთ ეს ვირუსი❗️ყველაფერი არის ჩვენს ხელში❗️

✅ყველაფერი იქნება კარგად.

✅ჯანმრთელობას გისურვებთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g