LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია FBI-ს ხელმძღვანელს შეხვდა

97

საქართველოს ვიცეპრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს, კრისტოფერ რეის შეხვდა. ინფორმაციას ძალოვანი უწყება ავრცელებს.

კრისტოფერ რეი და გიორგი გახარია შეთანხმდნენ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის გამომძიებლები გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიაში გაივლიან გადამზადების კურსებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, კიბერდანაშაულის კუთხით სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის შსს-ის ხელშეწყობა გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებასა და ქართველი პოლიციელების სწავლება ფედერალური ბიუროს აკადემიაში.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიაში სწავლების მეთოდებს გაეცნო. აღნიშნულ აკადემიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად პერიოდულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც გადიან მომზადებას.

მხარეები შეთანხმდნენ ქართველი სამართალდამცავების ჩართვაზე ტრანსსასაზღვრო და საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g