ტელეწამყვანმა და მსახიობმა გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ, მარიტა მელიქიშვილმა ჯვარი დაიწერეს. ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც ჩანს, წყვილი შეზღუდვების მოხსნას არ დაელოდა და ჯვრისწერა ვიწრო წრეში გაიმართა. მათ ჯვარი მამა პეტრე კოლხმა დაწერა, მოგვიანებით კი მან წყვილს დაოჯახება სოციალურ ქსელში მიულოცა.
“ღვთის წყალობა და სისუფთავე გაგატანოთ სვეტიცხოველმა!..”,-დაწერა პეტრე კოლხმა.
გიორგის და მარიტას ორ-ორი მეჯვარე ჰყავთ, მსახიობმა თავის მეჯვარედ, ანრი ჯოხაძე და ნოე სულაბერიძე აირჩია.