LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე: “კიდევ ერთი დიდი ადამიანი გამოაკლდა ბიბლიოთეკას…”

131
unnamed

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ ბიბლიოთეკის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

“კიდევ ერთი დიდი ადამიანი გამოაკლდა ბიბლიოთეკას. ედუარდ მოდუ. მუშა-მოსამსახურე. ასე ეწერა ხელშეკრულებაში და განგებ ვახსენე; ჩვენთან ხომ არც მუშას და არც მოსამსახურეს შენდობა არ აქვს – ადამიანებს კი არა, სიტყვებსაც კი. წავიკითხავთ და უცებ გადავფურცლავთ.

წავიდა ედუარდი, ფრთხილი ღიმილით და მუდამ წყლიანი თვალებით. სულ ჩრდილში იდგა. გამარჯობასაც ისე მორიდებით იტყოდა, ბოდიში გეგონებოდა. კაცი რომელიც არსად ჩანდა და ყველგან იყო – შეკეთებულ ფანჯრებში, ურდულებში, ნათურებში, კედლებზე. და დარჩება კიდეც.

ეს ბიბლიოთეკა ედუარდ მოდუსია და უნდა იყოს კიდეც – აბა, მე რა, მე და ჩემნაირები წავალთ და წამოვალთ. და კიდევ: ედუარდი აუცილებლად შეხვდება ღმერთს. ჩრდილში იდგება იქაც და ღმერთი გამოიხმობს. ერთი ეგ არის, იქ შესაკეთებელი რა იქნება, არ ვიცი”,- წერს გიორგი კეკელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები