LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგი კეკელიძეს იმის გამო უშვებენ, რომ ის არ ეთანხმება ხელისუფლებას და კონკრეტულ პარტიას“ – დათო ტურაშვილი

374
ფორტუნა (5)

მწერალ დათო ტურაშვილს მიაჩნია, რომ გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რადგან მისი თქმით, გიორგი კეკელიძეს იმის გამო უშვებენ, რომ „ოცნებას“ არ ეთანხმება და ბევრჯერ ღიად და საჯაროდ გააკრიტიკა ხელისუფლება.

„სამწუხაროდ, არ არის კარგი ინფორმაცია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვიტეს, ამ ადგილასაც ჰყავდეთ ადამიანი, ვინც არ იქნება გიორგი კეკელიძესავით პრინციპული და არ ექნება თავისი განსხვავებული პოზიცია.

ეს ძალიან მარტივად თვითონაც ახსნეს თავისივე ფრაზაში, როდესაც უთხრეს, რომ კარგად მუშაობ, მაგრამ უნდა წახვიდე, რადგან ამდენი წელია ხარ. მაგ ლოგიკით, მასზე დიდხანს თავად არიან და თვითონ უნდა წავიდნენ.

ეგ უნდა ეთქვა მაშინ პაპუაშვილს, მოვიდა უკვე ჩემი წასვლის დრო და შენიცო. ფაქტია, რომ გიორგი კეკელიძეს სწორედ იმის გამო უშვებენ, რომ ის არ ეთანხმება ხელისუფლებას და კონკრეტულ პარტიას და როცა არ ეთანხმება ამას, თამამად და ღიად გამოხატავს და ამბობს”, – აცხადებს დათო ტურაშვილი.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.

ამავე თემაზე:

„გიორგის არცერთი მთავრობის პირობებში ერთხელაც აზრად არ მოსვლია ადამიანების გამორჩევა, პოლიტიკური ან რაიმე სხვა ნიშნით დახარისხება, თანაბრად ღია ჰქონდა კარი ყველასთვის“ – ნათია ფანჯიკიძე

„არც მე გამიშვებს სინდისი სამშვიდობოს გიორგი კეკელიძე, ნიკოს სახელით მადლობა არ გითხრა, იმ ადამიანთა შორის ხარ, ვისი გაცნობაც ჩემმა ნიკომ მოასწრო“ – იზა ომაძის ემოციური მადლობა

კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ ის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე ინიშნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g