LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ნაზღაიძე: „ხალხს ჰგონია, შეძლებული ბიძა და პატრონი მყავს, შეძლებული ოჯახი მაქვს და ამაზე მეცინება…“

159
ნაზღო

გიორგი ნაზღაიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ ხალხს მდიდარი ოჯახიდან ჰგონია, თუმცა ასე არ არის:

არასოდეს მითაკილია არანაირი სამსახური. ისეთი ოჯახიდან ვარ, შესაძლოა, მიმტანად რომ დავიწყე, მათთვის ეს სირთულე ყოფილიყო, მაგრამ იმ პერიოდში ცხოვრებამ მოიტანა ასე – უნდა მემუშავა.

– ზოგადად, შეძლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ და ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელი იქნება იმის წაკითხვა, რაზეც ახლა საუბრობ.

– გეთანხმებით. ხალხს ჰგონია, შეძლებული ბიძა და პატრონი მყავს, შეძლებული ოჯახი მაქვს და ამაზე მეცინება. უამრავი სამსახური გამოვიცვალე და დღემდე მართლა ჩემი შრომით მოვდივარ. იყო ბევრი პერიოდი, როცა მინდოდა და არ მქონდა, მაკლდა და ამას ვერავინ გრძნობდა და ხედავდა. მერე ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება, შრომითა და წვალებით ყველაფერს აღწევ და მეც მომიწია იმ დაღმავალი და წარუმატებელი პერიოდების გავლა. როცა მქონდა, ჩემს მეგობრებს ვეხმარებოდი და შემდეგ მათ მიმტყუნეს როგორც ფინანსურად, ისე მორალურად. ამან გამოიწვია ჩემი ზარალი და ეს ჩემი შეცდომა იყო. წლები რომ შრომობ და ყველაფერი შენი შრომით გაქვს მოპოვებული – ბინა, ავტომობილი, ნივთები და ერთ დღეში ყველაფერს კარგავ, ძალიან რთულია. მეგობრებს გავუწოდე ხელი, ფინანსურად დავეხმარე და მერე ჩემი ქონების გაყიდვა მომიწია. საბოლოო ჯამში, სხვასთან არ დავრჩი ვალში და სახელი არ გავიტეხე, თუმცა, ჩათვალეთ, ამ ყველაფრით – ერთგულებითა და სხვაზე დახმარების ხელის გაწვდით, თავი გავიტეხე. ხომ გაგიგიათ: სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობიაო. ჰოდა, ასე მომივიდა – თავი გავიტეხე, მაგრამ სახელი არ გამიტეხავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g