LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სააკაშვილი: ძალიან გამიხარდება, თუ მოქმედი პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მესამე პრეზიდენტს ცხოვრების უფლება მისცეს

147
Untitled design (1)

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა მოქმედი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს ეხმიანება.

პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე: რას ერჩოდნენ მიშას, რომ აქეზებდნენ? მისი ჩამოსვლა ორივე ძალას აწყობდა, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს

გიორგი სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოსთან მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა იმედი გააჩინა და ის მოხარული იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც სააკაშვილს გადაარჩენს:

„ძალიან გამიხარდება, მივესალმები, თუ მოქმედი პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მესამე პრეზიდენტს ცხოვრების უფლება მისცეს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა გააჩინა იმედი, რომ თუ გვინდა ევროპასთან დაახლოება, თუ გვინდა, რომ ევროპული საზოგადოების წევრები ვიყოთ, არსებითი ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული. ერთ-ერთია, რა თქმა უნდა, თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს..

აქ არის საკითხი – მიხეილ სააკაშვილი ან გადარჩება, ან ლეტალური შედეგით დასრულდება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“. დღეებზეა საუბარი, რომ მმართველმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება: მიშას ბოლომდე ვწირავთ, თუ ვაძლევთ სიცოცხლის უფლებას“, – აღნიშნა გიორგი სააკაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ვრცელი განმარტებები წარმოშობს ეჭვებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება შეწყალებული: გია ვოლსკი

„ადმინისტრაციასთან ვიღაც საეჭვო ხალხი რომ მივიდა და მოკალი, მოკალი, ეძახიან, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს საერთოდ ცივილიზაციაზე“: გიული ალასანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები