მომღერალი გიორგი უშიკიშვილი და ნანუკა კუპატაძე მალე მეორე ბავშვის მშობლები გახდებიან.
წყვილი ბიჭს ელოდება. ამის შესახებ ცნობილი ბავშვის სქესის გაგების ცერემონიის ვიდეოდან გახდა, რომელიც სოციალურ ქსელში გვანცა დარასელიამ გამოაქვეყნა. „გილოცავთ, მიყვარხართ“, – წერს გვანცა.
ვიდეოში ჩანს, ცერემონიის დროს, როგორ დაისვარა გიორგი უშიკიშვილის სამოსი ცისფერი საღებავით.
„მეტის ღირსი ვარ“, – ამბობს ხუმრობით გიორგი უშიკიშვილი.
ცნობისთვის, მომღერალ გიორგი უშიკიშვილს და მსახიობ ნანუკა კუპატაძეს, ერთი შვილი, საბა ჰყავთ.