LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გირჩი-მეტი თავისუფლება: “მსგავსი სტიკერების დაბეჭდვას და მასიურად გაკვრას ვაპირებთ, აუცილებლად ასაჭრელებელია ქალაქი, შეგიძლიათ ჩვენთან ერთად გააკრათ”

169
BeFunky-collage (3)

“რუსეთი ოკუპანტია”, “fuck putin” – მსგავსი შინაარსის სტიკერების გაკვრას თბილისში “გირჩი-მეტი თავისუფლება” აპირებს.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერ პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროცესში.

“გირჩი-მეტი თავისუფლება”

“მსგავსი სტიკერების დაბეჭდვას და მასიურად გაკვრას ვაპირებთ.

ნებისმიერ მსურველს გაგატანთ სასურველ ლოკაციაზე, თბილისსა თუ მის გარეთ.

სამწუხაროა, რომ ამ მარტივი ჭეშმარიტების შეხსენება ისევ გვიწევს, თუმცა აუცილებლად ასაჭრელებელია ქალაქი.

თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ამ პროცესში, შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ნებისმიერი თანხით, რომელსაც სტიკერების დაბეჭდვაში გამოვიყენებთ

TBC #GE50TB7693736080100011

როგორც კი მზად იქნება, დავწერთ და შეგიძლიათ ჩვენთან ერთად გააკრათ,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები