ახალგაზრდა ამერიკელმა მეთევზემ თევზჭერაში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ International Game Fish Association (IGFA) წერს.
2025 წლის 29 ნოემბერს ჯულია ბერშტეინი აშშ-ში, ტეხასის შტატში, გიდთან ოსტინ ანდერსონთან ერთად თევზაობდა. სწორედ მაშინ შეძლო მან 14,29 კილოგრამიანი ბუფალოს თევზის დაჭერა.
დაჭერილი თევზი სპეციალურ სერტიფიცირებულ სასწორზე აწონეს, რის შემდეგაც ის კვლავ წყალში გაუშვეს. შედეგმა გოგონას საშუალება მისცა დაემყარებინა IGFA-ის მსოფლიო რეკორდი იუნიორ ქალთა კატეგორიაში, თევზაობის იმ აღჭურვილობით, რომელიც 8 კილოგრამამდე დატვირთვას უძლებს.
ე.წ. ბუფალოს თევზი ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებული სახეობაა. ის შეიძლება გაიზარდოს 90 სანტიმეტრამდე და 16 კილოგრამამდე წონა ჰქონდეს.