LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთავაზობთ კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე“ – პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტში ერთი მუხლი ჩაამატა

261
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს იგივე სახით, მხოლოდ ერთ მუხლის ჩამატებით დაუბრუნა, რომლის მიხედვითაც, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.

„მადლობა ზურაბიშვილს, რომელმაც დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები, გამჭვირვალობის წინააღმდეგ ყალბი პროექტი „არა რუსულ კანონს“ ჩავარდა“ – მამუკა მდინარაძე

„სწორად მოიქცა ზურაბიშვილი – სკალპელით გადაჭრა, დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც“ – ნიკა გვარამია

პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და 78-ე მუხლებს.

„ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური – მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია.

შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ხალხის ნებას.

ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე“, – წერს პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში.

„გაიწვიეთ ეს კანონი“ – ევროკავშირის ელჩი საქართველოში

„გამჭვირვალობის კანონზე სალომე ზურაბიშვილის ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს – ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს მოვუწოდებ, კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა“ – შარლ მიშელი

mazda magti 5g