LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულში დაჭრილი ადამიანი პირველად ვნახე – სოფო ხუნწარია დათო ტურაშვილზე

189
BeFunky-collage - 2023-03-22T000004.344

გულში დაჭრილი ადამიანი პირველად ვნახე. დათოს ძალიან ეტკინა ბულინგი და უარყოფითი კომენტარები, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა სოფო ხუნწარიამ ინგა გრიგოლიას გადაცემის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ოცნების” წარმომადგენლებს არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მოღალატეებს დაუძახებენ, რადგან მათ რუსულ კანონზე მოაწერეს ხელი

„დათოზე ძალიან იმოქმედა იმ საშინელმა განცხადებებმა, რომელიც ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა. ადამიანების რეაქციებიდან გამომდინარე ყველამ დავინახეთ, რომ დათო ხალხს უპირობოდ უყვარს და ენდობიან მას. წარმოუდგენელია, გულში დაჭრილი ადამიანი პირველად ვნახე. მას ძალიან ეტკინა ბულინგი და უარყოფითი კომენტარები. „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მოღალატეებს დაუძახებენ, რადგან მათ რუსულ კანონზე მოაწერეს ხელი”, – საუბრობს სოფო ხუნწარია.

ცნობისათვის, 19 მარტს გადაცემის „მე-17 სართული“ მსვლელობისას, რუბრიკაში „ტურიკას წიგნები“ დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ, მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ემოციურად გამოეხმაურა. გადაცემაში გამოსვლის შემდეგ დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

20 მარტს დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს.

„გულის შეტევას გადაურჩა“ – როგორია დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამავე თემაზე:

დათო ლიკლიკაძე: „აქ შეიძლება ჩვეულებრივად მოკლან ადამიანი. მოკლან აზრის გამოხატვისთვის… არ გამოხატვისთვისაც“ 

სოფო ჭყონია: ვინც ამ სიბინძურეს ემსახურებით, იმ რუსულ გემზე ადგილი რომ არ იქნება, სად აპირებთ ცხოვრებას? 

ხუხაშვილი: „ტურაშვილის ისტორიის შემდეგ „სატროლეთი“ ძალიან რბილი სახელია – „ტერარიუმი“ და მისი ბინადრები ზედგამოჭრილია“

„დათო ტურაშვილი არის ოქრო ადამიანი – ისტორიას დარჩება მისი სახელი, მტრები კი არავის ემახსოვრება“ – ლადო აფხაზავა 

„გულს ვერ გაუფრთხილდება, რადგან თქვენ არ უფრთხილდებდით ამ ქვეყანას – გაფრთხილების მოწოდება და იმავდროულად ბოტების დაგეშვა კაცის მიმართ, რომელსაც აუგს ბოტზეც კი ვერ დააცდენინებ, ერთი ღილაკით არ გამოდის… ან ხარ სიმართლის მხარეს, ან არ ხარ“ – ლაშა ბუღაძე 

ნათია ფანჯიკიძე: ჩემს ორ უძვირფასეს მეგობარს განსაკუთრებით ერჩის სახელმწიფო მანქანა – მწერლებზე შეტევა ახალი მოვლენა არაა, ქვეყნის ისტორია სავსეა დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით… მრავალი წელია „კაგებე“ ცდილობს მოსპოს ასეთი ხალხი, რომ ვეღარავინ გამოარჩიოს სადაა სიყვარული და სად სიბნელე

„ჩემი მხარდაჭერა დათო ტურაშვილს, დათო გორგილაძეს, გიორგი კეკელიძეს! ეს ის ხალხია, ვინც სინათლეს აფრქვევს და ავრცელებს – მაინც ვერაფერს დააკლებთ!“: ბუკა პეტრიაშვილი

გიორგი კეკელიძე: წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე

„სერიოზულად და უკანასკნელად დავწერ ამ საკითხზე: სტიპენდიის მინიჭება, გმირობის მინიჭება არ არის” – გიორგი კეკელიძე

წილოსანი: „გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკტოკზე ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g