LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „ამერიკაში რაც მალე მიხვდებიან, რომ საქართველოში სანქციებსა და მათრახებზე მეტად ჭრის დიპლომატიური ენა, მით მალე მოხდება გადატვირთვა და არა ბატონყმური ურთიერთობების დამყარება“

150
გურამ მაჭარაშვილი

„ამერიკაში რაც მალე მიხვდებიან, რომ საქართველოში სანქციებზე მეტად ჭრის დიპლომატიური, მეგობრული ენა, მით მალე მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, პარტნიორული ურთიერთობებისთვის მზად ვართ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულუთ მაჭარაშვილმა უპასუხა კითხვას, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხებოდა და სადაც მან აღნიშნა: „ჩვენ არამხოლოდ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე, ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად, ვფიქრობ, კიდევ მეტსაც ნახავთ“.

„ამერიკაში რაც მალე მიხვდებიან, რომ საქართველოში სანქციებსა და მათრახებზე უფრო მეტად ჭრის დიპლომატიური, მეგობრული ენა, მით მალე მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება და არა ბატონყმური ურთიერთობების დამყარება.

მამუკა მდინარაძე: „გამაგებინონ, ის მაინც მეცოდინება, სანქცირებული ვარ თუ არა, რომ ჩემი სადღაც გადაადგილების თავისუფლება ჩემს ქვეყანას შევწირე“

„ადამიანები თავის სიცოცხლეს სწირავდნენ, დიდ ამბავი, გადაადგილების თავისუფლებას შევწირავ მეც, კი ბატონო“.

ყველა შემთხვევაში, საქართველოსთან დაკავშირებით რა ბრალდებებიც იყო, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გაქარწყლდა. გვაბრალებდნენ, რომ სააკაშვილი წამებული იყო, რაზეც სტრასბურგმა თქვა, რომ ასე არ არის;

ზარქუა: ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს კიდევ ერთხელ ვუხსნით, არ ღირს ამ მებრძოლი ერის გადაკიდება, დღეს მაგარი დღე გვაქვს და ამიტომ აკადემიურად მოგმართავთ – ჯობია, მოლაპარაკებების მაგიდაზე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ

საქართველოში შავ ხვრელებს ეძებდნენ და მათივე წარმომადგენლებმა თქვეს, ეს ტყუილია, სიმართლეს არ შეესაბამებაო; ამბობდნენ, ოპოზიციის დევნა არისო და ნახეს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და პოლიცია როგორ ღირსეულად იქცეოდა. გადატვირთვა თუ უნდათ, პარტნიორული ურთიერთობებისთვის მზად ვართ“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g