LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „მიხვდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიცავდით.. ისე აღმოჩნდა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ძალა არ ეყოთ და სიმართლის მხარე ვერ შეინარჩუნეს“

246
გურამ მაჭარაშვილი

„დასანანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრინციპულობა არ აღმოაჩნდათ, როცა სამშობლოსა და კონსტიტუციის დაცვის საკითხი დადგა, მათ ძალა არ ეყოთ და სიმართლის მხარე ვერ შეინარჩუნეს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან „პირველ არხს“ უთხრა, ეს იყო ზეწოლა უცხოური ძალებისგან, საზოგადოება კი ყველაფერს კარგად ხედავს:

„ეს ძალიან დასანანია, მაგრამ ჭკუის სასწავლებელი. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, ისტორია იწერება.

„უკვე ვთქვი და გავიმეორებ - მე არ მაინტერესებს სახელი და გვარი.. რატომ ოთარ ფარცხალაძე? მარტივად, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა“ - ნათია თურნავა

„ჩვენ შეიძლება გვქონდეს საქმე ისეთ შემთხვევასთან, როდესაც ფარცხალაძე აღარც იქნება ამ რეგულაციის სუბიექტი.“

ისე არ არის, ზეწოლას ვეღარ გავუძელი და გადაწყვეტილებას მივიღებო.

არ ვიცი, ასეთი არასწორი და დასანანი გადაწყვეტილება, მაგრამ შესაბამისი ზეწოლა იყო, ამას სხვა ახსნას ვერ ვუძებნი – ზეწოლა უცხოური ძალებისგან.

ძალიან კარგად მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე. აქ ფარცხალაძის დაცვაზე არ იყო საუბარი. მიხვდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიცავდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ პრინციპულობა არ ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეების დაცვის“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

არჩილ მესტვირიშვილი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს

პაპუნა ლეჟავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს

ეროვნულ ბანკს გიორგი ბაქრაძეც ტოვებს

 

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები