LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გურულებო, შტაბების დახურვა არ ნიშნავს თქვენზე ზრუნვის შეწყვეტას, იცოდეთ ჩვენი სიყვარული სამუდამოა… როგორც კი მივიღებთ შეტყობინებას, რომ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაშინვე თქვენთან გავჩნდებით“ – ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა დიდთოვლობით დაზარალებულ მოსახლეობას 

142
ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს და წერს, რომ გურიაში შტაბების დახურვა, სულაც არ ნიშნავს ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვის შეწყვეტას.

როგორც ჟორჟოლიანი „ფეისბუკზე“ წერს, ადგილზე რჩებიან გურული მოხალისეები, რომლებიც მზად არიან დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად:

„გურულებო, შტაბების დახურვა არ ნიშნავს თქვენზე ზრუნვის შეწყვეტას.
იცოდეთ ჩვენი სიყვარული სამუდამოა…  
გურული მოხალისეები ადგილზე არიან და როგორც კი მივიღებთ შეტყობინებას, რომ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაშინვე თქვენთან გავჩნდებით.

ადგილზე რჩება რამდენიმე მოხალისე, მათ შორის საბა, რომელიც გურულებთან ერთად დადის და ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხალხს სახურავების შეკეთებაში ეხმარება.
ასევე მინდა ნახოთ ვიდეოს სრული ვერსია რომელიც ოზურგეთის მერს, თუ მის მოადგილეს კონტექსტიდან ამოუჭრია.

ამ საუბრის დროს, ეკრანზე გადიოდა ბაბუს კადრები ცოცხლად რომ ლპება.
როგორც კი თოვლი დადნება, ამ და სხვა მოხუცებთან ჩამოსვლას ვაპირებთ მათი ჯოჯოხეთური ცხოვრება რომ შევცვალოთ.

თუ ვინმეს სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრება იცოდეთ რომ უნდა დარეკოთ იგივე ნომრებზე სადაც რეკავდით და მაშინვე თქვეთან ვიქნებით“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.  

ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს

გურულებო, შტაბების დახურვა არ ნიშნავს თქვენზე ზრუნვის შეწყვეტას. იცოდეთ ჩვენი სიყვარული სამუდამოა❤️🫂 გურული მოხალისეები ადგილზე არიან და როგორც კი მივიღებთ შეტყობინებას რომ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაშინვე თქვენთან გავჩნდებით. ადგილზე რჩება რამდენიმე მოხალისე, მათ შორის Saba რომელიც გურულებთან ერთად დადის და ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხალხს სახურავების შეკეთებაში ეხმარება. ასევე მინდა ნახოთ ვიდეოს სრული ვერსია რომელიც ოზურგეთის მერს, თუ მის მოადგილეს კონტექსტიდან ამოუჭრია. ამ საუბრის დროს, ეკრანზე გადიოდა ბაბუს კადრები ცოცხლად რომ ლპება. როგორც კი თოვლი დადნება, ამ და სხვა მოხუცებთან ჩამოსვლას ვაპირებთ მათი ჯოჯოხეთური ცხოვრება რომ შევცცალოთ. თუ ვინმეს სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრება იცოდეთ რომ უნდა დარეკოთ იგივე ნომრებზე სადაც რეკავდით და მაშინვე თქვეთან ვიქნებით 🚀

Posted by Nanuka Zhorzholiani on კვირა, 02 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g