LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ ნატალიკომ გაგვახარა, ბრწყინვალედ შეასრულა დალილას ურთულესი პარტია, ვულოცავ მას და ყველას, ვინც გულშემატკივრობდა“ – დოდო დიასამიძე

592
BeFunky-collage

ნატალია ქუთათელაძემ სპექტაკლში „სამსონი და დალილა“ მიიღო მონაწილეობა.

ქუთათელაძემ დალილას როლი შესანიშნავად შეასრულა.

აღნიშნულის შესახებ ვოკალის პედაგოგი დოდო დიასამიძე სოციალურ ქსელში წერს.

„გუშინ ნატალიკომ გაგვახარა, ბრწყინვალედ შეასრულა დალილას ურთულესი პარტია, ვულოცავ მას და ყველას, ვინც გულშემატკივრობდა,“ – წერს დოდო დიასამიძე.

ცნობისთვის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კამილ სენ-სანსის ყველაზე პოპულარული ოპერა „სამსონი და დალილა“ კიდევ 24, 25 თებერვალსა და 1, 2, 3 მარტს გაიმართება.

სპექტაკლში „სამსონი და დალილა“ მონაწილეობდნენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი, ორკესტრი და საბალეტო დასი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები