LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გვირგვინი მოვიტანე, წარწერით: მიშასგან ჩემს ძმას და თანამებრძოლს, ნიკას“ – სანდრა რულოვსი

2295807126

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა ნიკა რურუას ოჯახს მიუსამძიმრა. მან რურუას სამძიმარზე გვირგვინი მიიტანა, რომელსაც ეწერა „მიშასგან ჩემს ძმას და თანამებრძოლს, ნიკას“.

სანდრა რულოვსის თქმით, ნიკა რურუა ძალიან დააკლდება პირადად მას, როგორც მეგობარი და თანამებრძოლი.

„ძალიან დაგვაკლდება როგორც მეგობარი, როგორც თანებრძოლი, დაგვაკლდება პოლიტიკაშიც და ხელოვნებაშიც. მიშასგან გვირგვინი მოვიტანე, რომელზეც აწერია: „მიშასგან ჩემს ძმას და თანამებრძოლს, ნიკას“. ცუდია, რომ თავად აქ არ არის, რათა ბოლო გზაზე გააცილოს,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გუშინ, საკუთარ სახლში გარდაიცვლა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები