LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზაზე საცობის შექმნის ოთხი მთავარი მიზეზი

87

ვერცერთი საგზაო სამსახური ვერ ახსნის, რა იწვევს სინამდვილეში საცობებს გზებზე. თუმცა, არსებობს ოთხი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რაც აფერხებს გადაადგილებას, მაშინაც კი, თუ მოძრაობა ნაკლებად ინტენსიურია.

  • საცობის მთავარ მიზეზად ნალექი ითვლება. დიდი ხანია შემჩნეულია, რომ წვიმის ან თოვლის დროს, მძღოლების უმრავლესობა ავტომატურად გადადის ”მუხრუჭის რეჟიმზე”, ანუ ავტომოყვარულები თავის დაზღვევის მიზნით ზედმეტად ფრთხილობენ და ვერ აცნობიერებენ, რომ მოძრაობას აფერხებენ.
  • ”საცობის შემქმნელთა” ტიპს მიეკუთვნებიან ისინიც, ვინც არასდროს არსად ჩქარობს. საკუთარ თავს ასეთი მძღოლები ყველაზე კარგად შუქნიშანთან ავლენენ, როცა მწვანე შუქზეც კი არ ჩქარობენ დაძრვას და საკუთარი მოქმედებით, სხვებისაც გაღიზიანებენ და მოძრაობასაც აფერხებენ.
  • კლასიკური საცობი იქმნება ავარიის დროსაც. მაშინაც კი, თუ შემთხვევა მოძრაობის საპირისპირო მხარეს მოხდა, გადაადგილება მაინც ფერხდება, რისი მიზეზიც როგორც წესი, ადამიანების არაჯანსაღი ინტერესია – შეავლონ თვალი სხვის ტრაგედიას.
  • ქალაქის მესვეურების მიერ მოწყობილი დღესასწაულები საერთოდ ცალკე თემაა ”საცობების მეცნიერებაში”, რადგან გადაკეტილი ქუჩებიდან შედარებით თავისუფალ ქუჩებზე გადატანილი მოძრაობა, არასდროს ამართლებს და მძღოლებს ზედმეტ დროსთან ერთად მოთმინებასაც აკარგვინებს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები