LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარი სტაილზმა მონაწილეობა ბერლინის მარათონში გამოგონილი სახელით მიიღო

111
photo-collage.png (4)

გერმანიაში, მნიშვნელოვანი ყოველწლიური სპორტული ღონისძიება – ბერლინის მარათონი გაიმართა.

ფოტოგრაფებმა 80 000 მარათონელს შორის, ჰარი სტაილზიც დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს არტისტი ევროპის არაერთ ქვეყანაში გადაიღეს.

ცნობილი გახდა, რომ სტაილზმა 42 კილომეტრიანი გარბენი 3 საათში დაასრულა, ყველაზე სწრაფი დრო კი – 2 საათი და 2 წუთი იყო.

აღსანიშნავია, რომ მომღერალი მარათონში სტედ სარანდოსის გამოგონილი სახელით მონაწილეობდა, რათა ნაკლები ყურადღება მიეპყრო, თუმცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ინფორმაციისთვის, ბერლინის მარათონი ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე პოპულარული სირბილში შეჯიბრია მსოფლიოში. მისი ისტორია 1974 წლიდან იღებს სტარტს და მას შემდეგ ყოველ წელს, სექტემბრის ბოლო კვირას იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები